leaderboard_below_slide

ლევან გაჩეჩილაძე: დღეს რასაც ოპოზიცია, კონკრეტული ადამიანები აკეთებენ, ვიღაცას „მოლოტოვს“ ესვრიან თუ პოლიციელს გაზს შეასხამენ, ამას მიშას დროს ვინ გაბედავდა?

„დღეს რასაც ოპოზიცია, კონკრეტული ადამიანები აკეთებენ, აგრესიაზე მიდიან, ვიღაცას „მოლოტოვს“ ესვრიან თუ პოლიციელს გაზს შეასხამენ, ამას მიშას დროს ვინ გაბედავდა? ასეთი დემოკრატია არც ერთ ქვეყანაში არაა, სამაგალითო სიტყვის თავისუფლებაა”, – ამის შესახებ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ბიზნესმენმა, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.

„იმ დროს, როდესაც სოცქსელში აშშ-ის პრეზიდენტს ინტერვიუს აწყვეტინებენ და გაჰყავთ ეთერიდან, ჩვენთან მსგავსი რამე არ მომხდარა და არც მომხდარა. ჩვენთან იმაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს და ჭკუას არიგებს, ვიდრე უსმენს, გულწრფელად გეუბნებით. ეს ხომ მათი ხელწერაა – ძალადობა, დაშინება, მუქარა და საბოლოო ჯამში ამას ხომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივყავართ.

ძალიან მინდა, რომ ევროპაში შევიდე და საქართველო ევროპაში შევიდეს, ოღონდ მე არ უნდა დავკარგო არსებობის, სიცოცხლის და არჩევანის უფლება. მე ეს ერთხელ 2008 წელს საკუთარ თავზე გამოვიარე და დამაკარგვინეს ზუსტად მათ, ვინც დღეს ქუჩაში გამოდის და ჭკუას მარიგებს – ლიდერებმა, ვისაც მიჰყავთ ესკალაციისკენ ეს საქმე“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

ასევე იხილეთ