ირაკლი ზარქუა მიხაელ როთზე: მას უნდა შევახსენოთ, რომ დღეს რომ ევროპა იმ არეალში მდებარეობს, ჩვენი წინაპრების დიდი დამსახურებაა

„გერმანელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა და პირდაპირ ჩვენს ეკლესიას დაუპირისპირდა და თქვა, რომ თურმე რა უნდა ისწავლოს ახალგაზრდამ იმ პარტიისგან, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიასთან არის ბმაში. ამ უსამშობლოს ეტყობა ჰგონია, რომ მართლმადიდებლობა დემოკრატიის ან განვითარების მუხრუჭია. მას უნდა შევახსენოთ, რომ დღეს რომ ევროპა იმ არეალში მდებარეობს, ჩვენი წინაპრების დიდი დამსახურებაა”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„რაც შეეხება კანონს, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გამოწვევები გვაქვს როგორც ჩრდილოეთიდან- საერთოდ ოკუპირებულები ვართ, ისე სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდანაც. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს. ფაქტია, რომ ყველას უნდა, გავლენა იქონიოს ჩვენს ქვეყანაზე. შესაბამისად, რა არის გაუგებარი, რომ ამ პატარა ქვეყანა, რომელმაც აქამდე მოაღწია მართლმადიდებლობით, ჩვენი ტრადიციებით, დავიცვათ ჩვენი იდენტობა? მაგალითად, კანადა, უდიდესი ქვეყანაა, დაცული, ჯარი ჰყავს, მთელი რიგი ბერკეტები აქვს, ისიც კი იძულებული გახდა, ჩვენზე გაცილებით მკაცრი კანონპროექტი შეემუშავებინა. გადავხედოთ ევროპას, ევროკავშირის ქოლგის ქვეშ არის, მაგრამ საფრანგეთმა, ქვედა პალატამ მიიღო კიდევ უფრო მკაცრი კანონი. ამერიკულ FARA-ზე არაფერს ვამბობ, რომელიც, როგორც რუსული კანონი, ერთნაირად ებრძვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ დაფინანსება ერთი ცენტიც იქნება, მათ აქვთ უფლება, შევიდნენ, ლიკვიდაცია მოახდინონ, ფინანსური დააყენონ და ა.შ. ჩვენ, ქართველებმა, მოვიფიქრეთ ეროვნული კანონი, რომელიც მხოლოდ მედიას და არასამთავრობოს ეხება, ისიც ,თუ 20%-ს აღემატება [დაფინანსება] – წელიწადში ერთხელ დეკლარირება და გააგრძელე. ამის გამო ჯვარს აცვეს ჩვენი ქვეყანა.

გერმანელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა და პირდაპირ ჩვენს ეკლესიას დაუპირისპირდა და თქვა, რომ თურმე რა უნდა ისწავლოს ახალგაზრდამ იმ პარტიისგან, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიასთან არის ბმაში. ამ უსამშობლოს ეტყობა ჰგონია, რომ მართლმადიდებლობა დემოკრატიის ან განვითარების მუხრუჭია. მას უნდა შევახსენოთ, რომ დღეს რომ ევროპა იმ არეალში მდებარეობს, ჩვენი წინაპრების დიდი დამსახურებაა. კარიბჭე ვართ მთელ ცივილიზაციათა, ჩვენ მოვიტანეთ ჩვენი სისხლით აქამდე ის, რომ ევროპა დღეს არის ისეთი, როგორიც არის. გამოვიდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენს ახალგაზრდებს მოუწოდა, თავისუფლება ისე არ მოდის, ფასი უნდა გადაიხადოთო. ანუ, მოუწოდა ლეგიტიმური ხელისუფლება ჩამოამხონ.

ყველამ ნახა, რომ როდესაც ამ უსამშობლოებმა თავის დროზე ასე შეცდომაში შეიყვანეს ახალგაზრდები, დააპირისპირეს ჩვენს ძალოვნებს, ყველა ჩირგვში შეძვრა და ეს ახალგაზრდები შეატოვეს. ზუსტად იმავეს აკეთებენ ახლა, იგივე სცენარი აქვთ“, – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე იხილეთ