left_sabechdi

ირაკლი ზარქუა პრეზიდენტზე: შეცდომა დავუშვით, ვაღიარებთ, მისი არჩევა შეცდომა იყო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გამჭვირვალეობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ვეტო-ს დადების შემთხვევაში, თუ იქნება მასში არგუმენტირებული მოტივირებული შენიშვნები, მას ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს.

დეპუტატი გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ აპირებს ვეტოს მოტივირებული შენიშვნები დაურთოს.

„არის შესაძლებლობა, რომ ის გონივრული და არგუმენტირებული შენიშვნები, რაც იქნება ასახული პრეზიდენტის ვეტოში, განვიხილოთ და მივიღოთ. ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს სტიგმატიზაცია, ჩვენ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პარტნიორები ამას გაგებით მოეკიდებიან. რაც შეეხება პრეზიდენტს, ახალი დაკვეთა მიიღო, რაც უნდა შეასრულოს. მას ერთი დღე არ უმუშავია თავისი ჭკუით და გონებით. აბა იმ განცხადებას გააკეთებდა პარლამენტში კანდიდატის სტატუსზე ასე რომ იყოს? ფსევდო რეფორმა არისო [ხელისუფლების გატარებულ რეფორმებზე] თქვა. კანდიდატობას ველოდებოდით დღე-დღეზე. ეს უნდა თქვას ქართველი ხალხის მეგობარმა პრეზიდენტმა? შეცდომა დავუშვით, ვაღიარებთ, მისი არჩევა შეცდომა იყო“, – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე იხილეთ