left_sabechdi

გიორგი გაბუნია: ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები

„გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“, „საზოგადოება ქართულის“ დამფუძნებელმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიამ გამჭვირვალეობის შესახებ კანონის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„არის ასეთი ორგანული კანონი, საქართველოში მოქმედებს პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიების დაფინანსება უცხო ქვეყნებიდან აკრძალულია. 1997 წელს მიიღეს ეს კანონი, შესაბამისად, ეს შემაკავებელი მექანიზმი არსებობს და ამის გამო, შეიქმნა გარკვეულიო შუა რგოლი, „ენჯეოების“ სახით, რომლის გავლითაც, ხდება უზარმაზარი ფინანსური რესურსის მოზიდვა და ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. თავად „ენჯეოების“ ნაწილიც გარდაქმნილია პრაქტიკულად პოლიტიკურ პარტიებად. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს და ჰქონდეს ინფორმაცია და სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გარკვეული რეგულაციების ქვეშ მოაქციოს ეს სფერო.

ვხედავთ რამდენიმე დიდი ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის საგარეო უწყებების განცხადებას, რომ სინი არ ეთანხმებიან ამ [გამჭვირვალეობის შესახებ] კანონს და ამ დროს, მათ გაცილებით უფრო ბრუტალური, მრავალფეროვანი პასუხისმგებლობებით დატვირთული საკანონმდებლო რეგულაციები აქვთ ამ მიმართულებით. ესე იგი რა გამოდის, რომ ჩვენ ვართ მეორადი, პატარა ქვეყანა, პატარა მოთამაშე, ისინი თვლიან, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ, ისინი არიან „მაგარი ბიჭები“ და ეს საკითხები შეუძლიათ თავად გადაჭრან, ხოლო ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს?! ჩვენთვის ეს მიუღებელი უნდა იყოს რა თქმა უნდა.

გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით ცივილიზებულ სამყაროში არის აგებული თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე, შესაბამისად, ჩვენ იგივე აშშ-თან, ევროკავშირთან ვართ მოწოდებული და ასე ჩანს ხელისუფლების განცხადებებიდან, პარტნიორობისთვის, მისი გაღრმავებისთვის და არა იმისთვის, რომ ვინმე იყოს ჩვენი მსაჯი და არბიტრი“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ასევე იხილეთ