top_leaderboard
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: დასავლელი პოლიცია ყოველდღე უმტვრევს თავ-ყბასა და ნეკნებს თქვენს დასავლელ კოლეგებს – ერთხელ მაინც გამოხატეთ მხარდაჭერა დასავლელი ბავშვების მიმართ

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დასავლეთში მიმდინარე აქციებსა და დასავლელი სამართალდამცველების მიერ გამოყენებულ ძალაზე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ფერადი“ დასავლელი პოლიცია იქაურ „შავბნელ” დემონსტრანტებს ყოველდღე თავ-ყბას უმტვრევს და ამის შესახებ ქართული რადიკალური ოპოზიცია არ წუხს.

„მოდით რა, აკერმანის ცრემლებით ნუ აგვატირებთ თქვენი პლაკატებით, სადაც „ფერადი”  სამყარო უპირისპირდება „შავბნელ” ძალებს. ეგენი სახლებში ჩამოკიდეთ და აგერ ჩემგან საჩუქარი კიდო: „ფერადი” დასავლელი პოლიცია იქაურ „შავბნელ” დემონსტრანტებთან ჩახუტების დროს. ესეც გქონდეთ. ბევრი წვალება არ დამჭირდა ამ პოსტერის მომზადებისას – ყოველდღე უმტვრევენ თავ-ყბასა და ნეკნებს თქვენს დასავლელ კოლეგებს. ამიტომ, გპირდებით – ყოველდღე ახალ-ახალს მოგართმევთ. ოღონდ ჩასისხლიანებული ახალგაზრდების სურათებს ვერიდები, თქვენი „ფეისკონტროლი” მიბლოკავს, ეს „ფეიკიო“, დასავლეთის პოლიციაზე საიდან მოგაქვსო. ისე, ერთხელ მაინც გამოხატეთ მხარდაჭერა დასავლელი ბავშვების მიმართ. „შინევროპული” სოლიდარობის პონტში…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ