leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ჩიქოვანი: NATO-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„NATO-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და NATO-ს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, კომისია არის შესაძლებლობა, განხილული იქნას  ის რეფორმები, რომელიც  საქართველოში გატარდა.

„დღეს გაიმართება NATO-საქართველოს კომისია. ეს არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და NATO-ს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომელიც გატარდა საქართველოში რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, მეორეს მხრივ, NATO-სთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით და ასევე იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი აბსოლუტურად ყველა ამ მიმართულებით და ეს არის ხაზგასმული ყველა იმ განცხადებაში ხაზგასმული, რომელსაც აკეთებენ ჩვენი პარტნიორები და ჩვენ ვთვლით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან დეკემბერში, არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დასტური იმისა, რომ საქართველო არის სწორი განვითარების გზაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე იხილეთ