გიორგი ვოლსკი: „სირცხვილიამ“ გამოაქვეყნა გრძელი გეგმა, რომ არჩევნები საჭირო არ არის და იმისათვის, რომ არჩევნების გარეშე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, უნდა ჩამოყალიბდეს გეგმა

ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ აქციებზე განაცხადა.

„სირცხვილიამ“ გამოაქვეყნა გრძელი გეგმა, რომ არჩევნები საჭირო არ არის და იმისათვის, რომ არჩევნების გარეშე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, უნდა ჩამოყალიბდეს გეგმა და საჭიროა კოორდინაციაო. თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?! გვეუბნებოდნენ, რათ გინდოდათ კანონი, ხომ გაქვთ რესურსი, გამოავლინოთ ყველაფერი ვინ სად როგორ, რა პროგრამებში იხარჯება თანხებიო. არ არის სწორი. ეს კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას, მათ შორის პარტნიორ ქვეყნებთან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ