გიორგი ვოლსკი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მისი განცხადება საქართველოს უკრაინიზაციას უკავშირდება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება საქართველოს უკრაინიზაციას უკავშირდება.

ლიეტუვისსაგარეო საქმეთა მინისტრმა,გაბრიელიუსლანდსბერგისმა თქვა, რომ როდესაც შედიხარ გაერთიანებაში ის სუვერენიტეტი უნდა დათმო, მაგრამ ის, რომ ხალხს ეუბნება, რომ უკრაინელები იხოცებიან თავისუფლებისთვის, გეგონება ჩვენ ან თავისუფლები არ ვართ ჩვენს არჩევანში ან ზუსტად არ ვიცით საით მივდივართ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი გზა, მაგრამ უნდა ვიაროთ იმ გზით და იმ რესურსით, რომლითაც მნიშვნელოვანი ვიქნებით ევროკავშირისთვის. მშრალი ნაშთი გვაქვს ის, რომ თურმე საქართველო ხელისუფლება არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი. როდესაცლანდსბერგი ამბობს, რომ უკრაინელები იხოცებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ შენც იმას უნდა ებრძოლო, ვისთანაც უკრაინელები იბრძვიან – სხვა განმარტება ამას არ აქვს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ