გიორგი ვოლსკი: მივიდეთ არჩევნებამდე სუფთად, რომ შეგვეძლოს, გავარჩიოთ, ვის რა პროგრამა აქვს, ვის რა გაუკეთებია და ვინ რის გაკეთებას აპირებს

მივიდეთ არჩევნებამდე სუფთად იმდენად, რომ შეგვეძლოს, გავარჩიოთ, ვის რა პროგრამა აქვს, ვის რა გაუკეთებია და ვინ რის გაკეთებას აპირებს”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„გადავხედოთ იმ რეალობას, რაც ჩვენ გარშემო ტრიალებს. რა გადაგვარჩენს? გადაგვარჩენს ის, რომ არ შეიქმნას ისეთი რადიკალური, შტურმის განმახორციელებელი ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ, დესტაბილიზაციით გააფუჭონ წინაპირობა, დაარტყან ეკონომიკას, მოწამლონ ატმოსფერო, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. და მივიდეთ არჩევნებამდე სუფთად იმდენად, რომ შეგვეძლოს, გავარჩიოთ, ვის რა პროგრამა აქვს, ვის რა გაუკეთებია და ვინ რის გაკეთებას აპირებს. ამ საგარეო კურსს არასდროს არაფერი დამუქრებია და არც ემუქრება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე შეფასებით, ამჟამად მსოფლიოში ყველა მიმართულებას არსებული დაპირისპირება განაპირობებს.

“ყველა მიმართულებას კარნახებს დღეს ის შექმნილი ვითარება და დიდი დაპირისპირება, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს. ასეთ ვითარებაში შეიძლება, რომ წითელ ხალიჩაზე დადგე, ან ცალ ფეხზე, ყველას ყველაფერი დაუთმო და ტაშს დაგიკრავენ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს არსებობა-არარსებობის თემაზეა საუბარი, საგარეო კურსი არ იცვლება და არსებობს კიდევ უშველებელი რესურსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს”, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

ასევე იხილეთ