გიორგი ვოლსკი: საჭიროა დიალოგი პარტნიორებთანაც, ახალგაზრდებთანაც, მეტი საუბარი და ინფორმირება

დიალოგია საჭირო, მათ შორის პარტნიორებთანაც, ახალგაზრდებთანაც. მეტი საუბარი და ინფორმირებაა საჭირო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მე მგონია, რომ დიალოგია საჭირო, მათ შორის პარტნიორებთანაც, ახალგაზრდებთანაც. მეტი საუბარი და ინფორმირებაა საჭირო. ეს ახალგაზრდები არიან, 20-30 ათასი, მაგრამ არის მეორე 30 ათასიც, რომელსაც აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენი ვალია, ვიყოთ შუაში. კი, შეურაცხყოფილი ამ ჯგუფისგან, მაგრამ მაინც ხელისუფლება ხარ და პასუხისმგებლობა არის შენზე. სამწუხაროა, რომ იქ არიან შტურმის მომწყობი ჯგუფები, რომლებიც გადიან ხოლმე პირველ რიგებში”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის სანდო პარტნიორი.

„თუ ვინმე გვისმენს ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ან ევროპის მაღალი წარმომადგენელი, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვართ ძალიან სანდო დასაყრდენი პარტნიორები კავკასიაში და ჩვენთან თანამშრომლობა ჯობია ხაბეიშვილთან თანამშრომლობას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ