გიორგი ვოლსკი: მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე
„მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„გვარამიას მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის. არ არსებობს წარსული, არ არსებობს სისხლი, არ არსებობს დანაშაულები, არ არსებობს გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა, ახლა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ხალხის მოზიდვაზე, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში. ამ დროს უკვე ყველა ხედავს, მოწინააღმდეგეც და მომხრეც, რომ ეს არის რევოლუციური კომიტეტი სხვადასხვა განშტოებით. სხვადასხვა პათოსით და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.