ბექა ოდიშარია: არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია
„არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გახარიასთან რა კითხვები უნდა ჰქონდეს? გახარიას გუნდი მათი დავალებით მოქმედებდა. ძალიან ბევრი რამ მეტყველებს, რომ გახარია და გახარიას ჯგუფი მოქმედებდნენ მათი დავალებით, გვარამიას დავალებით თუ არა, სააკაშვილის აუცილებლად. ეს ერთსა და იმავე ქვაბში მოხარშული ადამიანებისა და პარტიების ჯგუფია. აქ არის უბრალოდ ტაქტიკური სვლები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად მარგინალიზებული“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
ნიკა გვარამიას გიორგი გახარიას წარსული აღარ აინტერესებს, კითხვები აღარ აქვს და თანამშრომლობას გეგმავს. გვარამია გახარიას სამთავრობო კოალიციაში ხედავს.