ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს ვერ აპატიეს მეორე ფრონტის არგახსნა რუსეთის წინააღმდეგ და ახლა არის ამის მცდელობა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდეს

 

„პროცესი მართული და ხელოვნურია. კოლოსალური თანხებია დახარჯული – მედიაპლატფორმა იქნება, არასამთავრობო ორგანიზაცია, პროფესიული გაერთიანება თუ უბრალოდ სტუდენტური, საინიციატივო ჯგუფი, ცდილობენ, ყველაფერი იქნას გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, უცხოეთიდან დონორი ორგანიზაციები ცდილობენ საქართველოში არეულობა მოახდინონ იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, უცხოური ორგანიზაციები საქართველოში არეულობის მოწყობისთვის ყველა პლატფორმას იყენებენ.

„პარტია „ხალხის ძალამ“ წერილი გამოვაქვეყნეთ, თუ რას აპირებდნენ 2020 წელს, როდესაც პოლიტიკური კრიზისის შექმნის მცდელობა იყო, რას აპირებდნენ 2021 წელს, როდესაც ჟურნალისტები გამოიყვანეს და ისინი საზოგადოებაში საბოტაჟის მოწყობას ცდილობდნენ.

როდესაც საქართველოში პოლიტიკური მედიები არსებობენ, რომლებიც დონორი ორგანიზაციებიდან იკვებებიან – ეს დონორი ორგანიზაციები კოლოსალურ თანხებს იხდიან იმისათვის, რომ საქართველოში საბოტაჟი მოხდეს, რამენაირად ხელისუფლება შეიცვალოს და მაიდანიზაცია მოახდინონ.

პროცესი მართული და ხელოვნურია. კოლოსალური თანხებია დახარჯული – მედიაპლატფორმა იქნება, არასამთავრობო ორგანიზაცია, პროფესიული გაერთიანება თუ უბრალოდ სტუდენტური, საინიციატივო ჯგუფი, ცდილობენ ყველაფერი იქნას გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს.

საქართველოს ვერ აპატიეს მეორე ფრონტის არგახსნა რუსეთის წინააღმდეგ და ახლა არის ამის მცდელობა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდეს“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე იხილეთ