17 წლიანი ეპოქის დასასრული – სევილიადან ნავასი მიდის

ხესუს ნავასი სევილიას ტოვებს.

სევილიას პრეს-სამსახურის ცნობით, სეზონის ბოლოს, 38 წლის მცველი ანდალუსიურ გუნდს დატოვებს. ნავასმა ამის შესახებ გუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს დღეს აცნობა.

სევილიაში ნავასმა მონაწილეობა 688 მატჩში მიიღო, 39 გოლი გაიტანა და 119 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მან ევროპა ლიგა 4-ჯერ მოიგო, 2-ჯერ ქვეყნის თასი და ერთხელაც ქვეყნის სუპერთასი.

ასევე იხილეთ