„ვიცავთ ტრადიციულ, ოჯახურ ღირებულებებს, სათავე ამ ტრადიციისა არის თავად ღმერთი”, – განაცხადა მეუფე შიომ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ქადაგებაზე სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
„სიყვარული და ერთგულება ოჯახისადმი, რაც არის ღვთისგან მომდინარე სიწმინდე, გახდება საწინდარი ჩვენი ერის გამთლიანების და უთანხმოებათა დაძლევის. იმიტომ, ვუწოდებთ ჩვენ ოჯახს სიწმინდეს, რომ ეს არის ღვთის მიერ დადგენილი ფორმა ყოფიერებისა და ცხოვრების. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცავთ ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახურ ღირებულებებს, აქ იგულისხმება არა ის, რომ ჩვენ წინაპრებისგან გადმოგვეცა მხოლოდ ეს ღირებულება, არამედ ის, რომ სათავე ამ ტრადიციისა არის თავად ღმერთი. ამიტომ ვიცავთ ჩვენ ასე და ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს. ჩვენ დღეს ვხედავთ დღევანდელ მსოფლიოში ახალი სოციალური ტექნოლოგიების და გენდერული იდეოლოგიების გავლენით ოჯახი განიცდის დიდ ზეწოლას, მსოფლიოს ქვეყნებში, რომლებიც მოწინავედ იწოდება, პოლიტიკოსები იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება მარადიულ, ღმერთისგან დადგენილ ზნეობრივ ნორმებს და საზოგადოების ცხოვრების ტრადიციულ წესსა და ყაიდას. მძიმე ცოდვა ცხადდება სიკეთედ და უფრო მეტიც, ღირსეულ ქმედებად და ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ნორმალურ გამოვლინებად. ეს შედეგად იწვევს ერების დემოგრაფიულ კლებას და ოჯახის განადგურებას. ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციების საქართველოში გადმოტანის მაგალითებსაც და სურვილს. ამის ნათელი დასტური ის დიდი წინააღმდეგობა,, რომელიც შეხვდა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის შემოთავაზებულ კანონპროექტს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ , რომელიც გულისხმობს სოდომური ცოდვის პროპაგანდის აკრძალვას მოზარდებში და ბავშვებში“, – განაცხადა მეუფემ.