მაკა ბოჭორიშვილი: სალომე ზურაბიშვილი შანტაჟით ცდილობს, ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ის არის ევროპული იდეების ერთადერთი მატარებელი
„სალომე ზურაბიშვილი შანტაჟით ცდილობს, ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ის არის ევროპული იდეების ერთადერთი მატარებელი და ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა სურს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია საერთო მიზანია და სპეკულაციები ქვეყანას აზიანებს.
„სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ცდილობს, რომ დააშენოს ერთგვარი შანტაჟის კამპანია და ამ შანტაჟის კამპანიით შეეცადოს არჩევნებისთვის მომზადებას, რაც თავად განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი სწორედ შანტაჟის მეთოდებით ცდილობს, ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ის არის ევროპული იდეების ერთადერთი მატარებელი და ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა სურს. ეს ის საერთო მიზანია, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას – ქვეყნის ევროინტეგრაცია. ეს სპეკულაციები ქვეყანას მხოლოდ აზიანებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.