შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, დღეს შედგა რეფერენდუმი კონსტიტუციურ კანონის პროექტზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ქართველმა ხალხმა მას თავისი გამოსვლით მხარი დაუჭირა

„ფაქტობრივად, დღეს შედგა რეფერენდუმი კონსტიტუციურ კანონის პროექტზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ქართველმა ხალხმა მას თავისი გამოსვლით მხარი დაუჭირა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თმით, ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი და მოუწევს, თვალში ჩახედოს ხალხს, რომელიც დღეს გამოვიდა საქართველოს ქალაქებში და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

„იცით, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, დღეს ამ საკონსტიტუციო ცვლილების, საყოველთაო სახალხო განხილვის ბოლო დღე იყო. 100 ათასობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც გამოვიდა თბილისში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ფაქტობრივად, ამით დღეს შედგა რეფერენდუმი კონსტიტუციურ კანონის პროექტზე და ქართველმა ხალხმა ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს თავისი გამოსვლით მხარი დაუჭირა.

ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ხალხის ეს რეფერენდუმი გადააქციოს კანონად. ჩვენ უკვე კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვას დავიწყებთ და ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი. მას მოუწევს, თვალში ჩახედოს ამ რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც დღეს გამოვიდა საქართველოს ქალაქებში და მიიღოს გადაწყვეტილება, ის დგას ქართველი ხალხის მხარეს, თუ ის დგას რაღაც პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ზუსტადაც ცდილობენ, სხვადასხვა ქვეყანაში შეურყიონ ღირებულებები და მათ შორის, საქართველოში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ