„ევროკავშირი არ არის სუვერენიტეტის დათმობა. ეს არის თანასწორთა კავშირი, სადაც ყველას აქვს თანაბარი სიტყვა და ხმა. იქ მორჩილება კი არ არის, ყველას აქვს ხმა და ჩვენც, შესაბამისად, გვექნება ხმა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„ევროკავშირის, ისევე როგორც ნებისმიერი კავშირის და ერთობის წევრობა, იქნება ეს ევროსაბჭო თუ სხვა, როდესაც იქ სახელმწიფო წევრიანდება, იქ საერთო საერთო გადაწყვეტილებების პრინციპში მონაწილეობს. როგორც იცით, ევროკავშირში გადაწყვეტილებები მიიღება უმეტესწილად კონსენსუსით. იქ მორჩილება კი არ არის, ყველას აქვს ხმა და ჩვენც, შესაბამისად, გვექნება ხმა. ჯერ რომ არ ვართ, ნურავინ მოგვთხოვს სუვერენიტეტის დათმობას ავანსად. ევროკავშირი არ არის სუვერენიტეტის დათმობა. ეს არის თანასწორთა კავშირი, სადაც ყველას აქვსთანაბარი სიტყვა და ხმა. ჩვენ ასეთი ევროკავშირი გვინდა. თუ სხვა რამე არის და მართლა სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ, სუვერენიტეტი დავთმეთ საბჭოთა კავშირში, რომელმაც დაგვიპყრო 1921 წელს. თუ ვინმეს ევროკავშირი წარმოუდგენია საბჭოთა კავშირად, მაშინ თქვას, რომ ეს არის საბჭოთა კავშირი და ჩვენ სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ. არასერიოზულ საკითხებზე ვმსჯელობთ საერთოდ და ვწუხვარ, რომ ეს ვიზიტი და არაკორექტული, არამეგობრული, არადიპლომატიური ქცევა გახდა ამგვარი დისკუსიების საბაბი, რაც პირველ რიგში ევროკავშირს აზიანებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.