შალვა პაპუაშვილი: მივიღეთ გარკვეული „ენჯეობისა“ და ოპოზიციის სიმბიოზი, კასტა ზიზღის მფრქვევლებისა ამ ქვეყანაში, რომელსაც ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს ამოფარებულს ფაშისტური ფრონტი აქვს გაშლილი საქართველოში

ამაზე მეტი უტიფრობა რა უნდა იყოს – უცხოური ფულით და ევროპის სახელით ფაშისტური მიდგომებით გამოსვლა საქართველოში”, – განაცხადა მედიასთან საუბარში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ბულინგი, ზიზღის ენა – ამ ყველაფერს ჩვენ პირველად არ ვხედავთ. ჩვენ მივიღეთ გარკვეული „ენჯეობის“ და ოპოზიციის სიმბიოზი, კასტა ზიზღის მფრქვევლებისა ამ ქვეყანაში, რომელსაც ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს ამოფარებულს ფაშისტური ფრონტი აქვს გაშლილი საქართველოში. სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, როდესაც მიდის ადამიანების გარიყვის მცდელობა, ეს პირველად არ ხდება და ამას აკეთებენ ევროპის სახლით. ამაზე მეტი უტიფრობა რა უნდა იყოს – უცხოური ფულით და ევროპის სახელით ფაშისტური მიდგომებით გამოსვლა საქართველოში, როდესაც ხდება ადამიანებისთვის მონების ძახილი, მათი ოჯახის წევრების დატერორება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, სოციალური იზოლაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისმის განცხადებები ადამიანების გარიყვის შესახებ.

„გახსოვთ თქვენ განცხადებები ადრეც და ახლაც, რომ გავრიყოთ, ხელი არ ჩამოვართვათ, ცალკე შევაგდოთ რაღაც ბანაკებში, ალბათ, რომ მისცე შესაძლებლობა, შეგვყრიდნენ სადღაც. ესენი არიან ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს ამოფარებული ფაშისტები, სიმბიოზი „ენჯეოების“ გარკვეული ნაწილისა და ოპოზიციის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ