ლევან ნიკოლეიშვილი: ოჯახის სიწმინდის მომხრეებს რომ პრორუსების მსვლელობას დაუძახებ, მარტო დამკვეთებს კი არ აქვს პრობლემა, არამედ, ე.წ. ჟურნალისტსაც – მრევლი, სამღვდელოება და ეკლესია რომ გეზიზღებათ, ცხადია, მაგრამ თქვენ ოჯახებში არ იზრდებოდით?
“მორწმუნეებს და ოჯახის სიწმინდის მომხრეებს რომ პრორუსების მსვლელობას დაუძახებ, მარტო დამკვეთებს კი არა აქვს პრობლემა, არამედ ე.წ. ჟურნალისტსაც”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ტვ პირველის” მიერ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობისთვის “პრორუსების მსვლელობის” წოდებას.
მისი თქმით, ცხადია, რომ იმ ადამიანებს, ვინც მსვლელობაში მონაწილეებს პრორუსი უწოდა, ეზიზღებათ ეკლესია, სამღვდელოება და მრევლიც.
“მორწმუნეებს და ოჯახის სიწმინდის მომხრეებს რომ პრორუსების მსვლელობას დაუძახებ, მარტო დამკვეთებს კი არა აქვს პრობლემა, არამედ, ე.წ. ჟურნალისტსაც. ღმერთის არ გწამთ, მრევლი, სამღვდელოება, ბერ-მონაზვნები, პატრიარქი და ეკლესია რომ გეზიზღებათ, ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ თქვენ ოჯახებში არ იზრდებოდით? თვითონ როგორ ჩაისახეთ და გაჩნდით ამ ქვეყანაზე, კაცის და კაცის თუ ქალის და ქალი ქორწინების შედეგად? აბა, დანარჩენი სხვა “შემთხვევა” და ოჯახის სიწმინდის მიმართ პატივისცემის გამოხატვაც რუსული გგონიათ…” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.