leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბიზნესმენი და მეცენატი სოსლან ხარებოვი-ციცქიშვილი გარდაიცვალა

ბიზნესმენი და მეცენატი სოსლან ხარებოვი-ციცქიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ და აღნიშნავენ, რომ სწორედ სოსლან ხარებოვი-ციცქიშვილის დიდი დამსახურებაა ის, რომ საქართველოს, საკუთარი, მიწა, ფუძე აქვს ქრისტეს საფლავთან ახლოს.

სოსლან ხარებოვიციცქიშვილიჩუმი კაცი, კაცი რომელიც უხმაუროდ აკეთებდა სიკეთეს და ეძებდა ახალ ქვას სიკეთის დასადებად, ეხმარებოდა სპორტსმენებს, ხელოვანებს, უბრალო ადამიანებს

ცდა არ დაუკლია საქართველოსთვის დაებრუნებინა ჯვრის მონასტერი. ეს ვერ მოხერხდა, თუმცა შეძლო საქართველოს, საკუთარი, მიწა, ფუძე ჰქონოდა ქრისტეს საფლავთან ახლოს.

დიდი ადამიანები ჩუმად, უხმაუროდ მიდიან ამ ქვეყნიდან. გაღებულ სიკეთეზე არც თვითონ ლაპარაკობენ და არც სხვას აძლევენ ამის გახმაურების უფლებას. ასეთი კაცი იყო სოსლან ხარებოვიციცქიშვილი.

მის მიერ დადებული სიკეთით გამთბარი ქვებით მოფენილია საქართველო, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს“, – წერენ ბიზნესმენის მეგობრები.

ასევე იხილეთ