საქართველოს მიმართ სანქცია უდრის საქართველოს მიმართ სანქციას, ის, ვინც დაუწესებს ქართველ ხალხს სანქციას, მოიქცევა რუსულად, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობის თემაზე კითხვაზე პასუხად.
„საქართველოს მიმართ სანქციებს იყენებდა აქამდე რუსეთი და თუ ვინმეს უნდა დაადგეს რუსეთის გზას საქართველოს მიმართ და ბერკეტად გამოიყენოს რაღაც სანქციები, ეს მათი გადასაწყვეტია. ასე რომ, ვუსურვებ წარმატებას ამ გზაზე. ქართველი ხალხის მიმართ აქამდე სანქციებს, როგორც შეზღუდვის ინსტრუმენტს, იყენებდა რუსეთი. თუკი ვინმეს უნდა, რომ რუსული მეთოდებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე, მიიღებს ზუსტად იმ პასუხს, რასაც რუსეთი იღებდა, რომ ქართველ ხალხზე ასეთი ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს. ჩვენ რუსეთი ხან ემბარგოს გვადებდა და ღვინო ვერ გაჰქონდა ქართველ გლეხს. საქართველოს მიმართ სანქცია უდრის საქართველოს მიმართ სანქციას, ის, ვინც დაუწესებს ქართველ ხალხს სანქციას, მოიქცევა რუსულად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.