leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი კანონში „მალულად ჩამატებული მუხლების“ შესახებ განცხადებებზე: ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემაა, როცა ადამიანს წერა-კითხვა ეზარება და ბრახაბრუხი ურჩევნია – 2 კვირის წინანდელი ამბავი ახლა აღმოაჩინეთ

ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემაა, როცა ადამიანს წერა-კითხვა ეზარება და ბრახაბრუხი, ყვირილი ურჩევნია. მეორე მოსმენა 2 კვირის წინ იყო, 2 კვირის წინანდელი ამბავი ახლა რომ აღმოაჩინეთ, ეს ცალკე ისტორიაა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საბოლო ვარიანტში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

პაპუაშვილის განმარტებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს, რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.

„ხედავთ, თურმე, რატომ ყოფილა კარგი, რომ იკითხონ კანონი, იკითხონ პროექტი, უსმინონ და დაესწრონ მოსმენებს. სანამ ოპოზიცია, მედიის ნაწილი და „ენჯეოები“ მაგიდაზე ბრახუნით იყვნენ დაკავებული, ყვირილით ცდილობდნენ დისკუსია ჩაეხშოთ, მათ რომ მოესმინათ, ნახავდნენ, როგორ განიხილებოდა ეს პროექტი. ამ საკითხზე, რაზეც საუბრობთ, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენის დროს იყო საუბარი და ეს საკითხი დასმული. ტყუილია, თითქოს, ამ ჩანაწერებით ფიზიკური პირების რეგისტრაციაზეა საუბარი, აბსოლუტური ტყუილია. ეს ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ის მკაცრი ამერიკული მიდგომა არ გვინდა, რომ გადმოვიღოთ, ამერიკული მიდგომა აშკარად ძალიან მკაცრია, ჩვენ რბილი მიდგომა გვაქვს და ფიზიკური პირები რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან. ეს იყო მეორე მოსმენის დროს განხილული საკითხი, ეს გულისხმობს, მაშინ, როცა ინფორმაციის მოპოვება არის საჭირო, პირებს ვალდებულება აქვთ, ეს ინფორმაცია მიაწოდონ, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს.

ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემაა, როცა წერა-კითხვა ეზარება ადამიანს და ბრახაბრუხი, ყვირილი ურჩევნია. მეორე მოსმენა 2 კვირის წინ იყო, 2 კვირის წინანდელი ამბავი ახლა რომ აღმოაჩინეთ, ეს ცალკე ისტორიაა… ინფორმაციის მოპოვება საჭიროა ხოლმე ცალკეულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ყველა ვალდებულია, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი, მიაწოდოს ინფორმაცია. არიან ორგანიზაციები, რომელთაც 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვთ. ამაში არაფერი იცვლება, საუბარია იმაზე, რომ ამის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია, სათანადო ინფორმაციის მოპოვება იყოს შესაძლებელი… სინამდვილეში, კანონი ბოლომდე ოპოზიციას წაკითხული არ აქვს, არც თქვენ გაქვთ წაკითხული და შინაარსი არავის აინტერესებს, თქვენ გაინტერესებთ ამაზე ყვირილი, იყურებით საზღვარგარეთ, რომ უცხოეთიდან რამე განცხადება იყოს, რომ მერე ამაზე აყვირდეთ, ეს არის სამწუხარო რეალობა. ქართველები იყურებიან, რას იტყვის რომელიმე დეპარტამენტი და რომელიმე პოლიტიკოსი უცხოეთიდან. ვისაც აქვს სურვილი, ის ისმენს და ჩართულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში შესვლა არავის უნდოდა.

„ორი თვეა, როგორც „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ ვამბობთ, ხალხნო, გვითხარით რამე არგუმენტი, რამე წინადადება. ხან ამბობენ, სათაური არ მოგვწონსო, ხან ამბობდნენ, ჯარიმების სიდიდე არ მოგწონსო. როგორც კი დისკუსიაში შევდიოდით, გვითხარით, რა არ მოგწონთ, იქნებ შევთანხმდეთო, იქვე კეტავდნენ და წიგნებს აბრახუნებდნენ მერხებზე. ეს იყო პროცესი, რასაც ყველა საჯაროდ აკვირდებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ