leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძემ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ოჯახთან ერთად შეუერთდა და საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. სიყვარული, თაობებს შორის ურთიერთობა, პატივისცემა, ნდობა, რაც ოჯახში ტრიალებს, გვაყალიბებს ადამიანებად, პიროვნებებად, მოქალაქეებად. ეს არის ღირსშესანიშნავი და ხელშეუხებელი სიწმინდე. ვამაყობ იმ კულტურით და ტრადიციებით, რომელიც უკავშირდება ოჯახს და ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი ოჯახების და ჩვენი ქვეყნის მფარველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ