leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამა შალვა კეკელია: რამდენჯერ აღგვინიშნავს 17 მაისი, მაგრამ ამდენი ადამიანი მგონი არასოდეს გამოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერმა გაიაზრა, რა საფრთხის წინაშე დგას და თუნდაც ოჯახის სიწმინდე რამდენად მნიშვნელოვანია

რამდენჯერ აღგვინიშნავს 17 მაისი, მაგრამ ამდენი ადამიანი მგონი არასოდეს გამოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერმა გაიაზრა, რა საფრთხის წინაშე დგას და თუნდაც ოჯახის სიწმინდე რამდენად მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაზე განუცხადა.

„ხალხმაც გამოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის ოჯახი, ოჯახის სიწმინდე. რამდენჯერ აღგვინიშნავს 17 მაისი, მაგრამ ამდენი ადამიანი მგონი არასოდეს გამოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერმა გაიაზრა, რა საფრთხის წინაშე დგას და თუნდაც ოჯახის სიწმინდე რამდენად მნიშვნელოვანია და ქვეყნის დაცვა. ოჯახი არის სიხარული, ბედნიერება, სიმტკიცე, ქვეყნის საძირკველი და საფუძველი და როგორი ოჯახებიცაა ქვეყანაში, ისეთი ქვეყანა გვაქვს. ამ [მსვლელობაზე მისულ] ხალხს ესმის, რომ ოჯახზე დგას ყველაფერი და ოჯახის სიწმინდისთვის, მართლმადიდებლობის დაცვისთვის გამოვიდნენ დღეს ქუჩაში“, – აღნიშნა შალვა კეკელიამ.

ასევე იხილეთ