მიხეილ სარჯველაძე: მშობლების პატივისცემა და ოჯახიც, რა თქმა უნდა მთავარი ღირებულებებია, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის სათაყვანებელი და ძალიან მნიშვნელოვანი
„მშობლების პატივისცემა და ოჯახიც, რა თქმა უნდა მთავარი ღირებულებებია, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის სათაყვანებელი და ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„რაც უფრო ხშირად ვიფიქრებთ იმაზე, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ღირებულებებს, ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო მსვლელობები გაიმართა.