leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა.
საზეიმო მსვლელობას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.
„ოზურგეთში, თანამოქალაქეებთან და სასულიერო პირებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღე აღვნიშნეთ! სამშობლოს სიყვარული, ოჯახი და უნივერსალური ღირებულებები ყველას გვაერთიანებს! მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ოჯახს!“ – აღნიშნა მერმა.

ასევე იხილეთ