leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: თქვენი და ჩვენი, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეების ერთობლივი დამსახურებაა, დღეს რომ ამაყად ვამბობთ – მე ქართველი ვარ!

მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

დაინახე,მსოფლიო!

დაინახე, რამდენი ადამიანი გამოვიდა დღეს,
რეგიონებში და თბილისში-დედა ეკლესიის ერთი მოწოდებით!

დაგვინახე და აღიარე ეს უძველესი, ქრისტიანი, პატარა, მაგრამ გულანთებული ამაყი ერი!

ჩვენი დამწერლობა გვაქვს, ადათ-წესები და ღირებულებები! ასე მოვდივართ საუკუნეებია, ეს გვაძლევს ძალას!

ეს გვაერთიანებს და ამას ვერ დავთმობთ!

აბა, გაბედეთ ვინმემ და დაწერეთ, რომ ეს ხალხი დღეს პარტიული ნიშნით გამოვიდა!
აბა, გაბედეთ ვინმემ და დაწერეთ, რომ დღეს ერი კარტოფილის და ხახვის მიღების გამო გამოვიდა!

ჩვენთვის დედა დედაა და მამა-მამა!

თქვენ კი, (პირი ნაციონალებისკენ მიქნია), მ…….თ N 1 მშობელი, ზემოდან მიხაელ როთი და ვივამედში რომ გდია, ის მიხაილოც!

უკვე წარსული ხართ, რომ უნდა დაივიწყო, ისეთი.

ხელისუფალნო ამა ქვეყნისა!

აღადგინეთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნების გრაფა!

თქვენი და ჩვენი, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეების ერთობლივი დამსახურებაა, დღეს რომ ამაყად ვამბობთ – მე ქართველი ვარ!

წინ, საქართველო!

მიყვარხარ”, – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ