leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: მშვიდობით, დიდო ადამიანო და დიდო კაცო!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

გაოგნებული და განადგურებული ვარ.

გარდაიცვალა ჩემი უფროსი მეგობარი, უერთგულესი და ქვეყნისთვის ამაგდარი(!) ადამიანი.

▪️ ეს არის საშინელი ტკივილი. ისეთი, სიტყვებს რომ ვერ აბამ თავს…

გარადაიცვალა „ჩაფიძის კლინიკის“ ხელმძღვანელი, ჯანდაცვის ყოფილი და სახელმწიფო მინისტრი და თამამად ვიტყვი, – ყველა ახლობლისა თუ მეგობრის, ნაცნობისა და უბრალო მოქალაქის პატრონი და გულშემატკივარი, ბატონი ავთო ჯორბენაძე…

▪️ არც ვიცი, როგორ გამოვხატო მწუხარება, როგორ ვუთანაგრძნო ქალბატონ ნინოს, რეზოს, ბუტას, ოჯახს, კლინიკის მედ-პერსონალს…

▪️ უფალმა გაანათლოს თქვენი სული, დიდო კაცო და დიდო ადამიანო – ბატონო ავთო!”

ასევე იხილეთ