top_leaderboard
left_sabechdi

ჩაფიძის გულის ცენტრი უღრმეს მწუხარებას გამოხატავს ავთანდილ ჯორბენაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო

აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი უღრმეს მწუხარებას გამოხატავს ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის დიდ ოჯახს.

ძნელია, შესაფერისი სიტყვების გამონახვა ბატონი ავთანდილის დასახასიათებლად…  სამედიცინო საზოგადოებამ, და არამარტო მან, კარგად უწყის, თუ რაოდენ დიდია მისი დამსახურება დაღუპვის პირას მისული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გადარჩენისა და შემდგომი განვითარების საქმეში. მთელი მისი ცხოვრება ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში გაატარა.

ბატონი ავთანდილი იყო მოსიყვარულე მეუღლე, მამა, ბაბუა და პეპერა, ერთგული მეგობარი, პრინციპული ხელმძღვანელი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული მამულიშვილი.

ნათელში ამყოფოს უფალმა ამ დიდებული ადამიანის სული. მისი სახელი მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება:

კვირას, 19 მაისს – წყნეთის გზატკეცილი 2, B ბლოკი, მე-11 სართული; ორშაბათს, 20 მაისს – სიონის საკათედრო ტაძარში.

გამოსვენება: სამშაბათს, 21 მაისს, 14:00 სთ-ზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან.

ასევე იხილეთ