top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება – ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს. თუ ქვეყანა არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღეს

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება – ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს! აბა, რომელ ქვეყნებში არ არის? არ არის უნგრეთსა და პოლონეთში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა უკავშირდება გუშინდელ დღეს, ოჯახის სიწმინდის დღეს და საერთოდ, ამ ოჯახურ ღირებულებებს, ფასეულობებს, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დგას – ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ინიციატივა, რომელიც ჩვენმა გუნდმა წარადგინა. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება – ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს! აბა, რომელ ქვეყნებში არ არის? არ არის უნგრეთსა და პოლონეთში. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ შესაძლოა, იყოს მოთხოვნები, მაგრამ თუ ქვეყანა არ ეწინააღმდეგება და არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღეს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ