ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფოტოშოპის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„ადვილი მისახვედრია, რისი თქმა უნდა პრემიერის და თბილისის მერის ამ ბინძური ფოტოშოპის გამავრცელებელს.
ფოტო ისეა დამონტაჟებული, ბავშვი რომ არ ჩანდეს.
პოსტის ავტორი კომენტარებში ამტკიცებს, რომ ეს არ არის ფოტოშოპი!
თვითონ, „ცხოველთა უფლებების დამცველია“ და გიორგი ვაშაძის პარტიის წევრი.
ამ მორალური კოდექსის მქონეს, საქართველოს პარლამენტისთვის აქვს მიმართული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ…
და ამ სულის პატრონი აღდგომას ულოცავს ხალხს…
ვერაფერს იზამ, ამის ჩამდენს კანონი არ სჯის!
გააზიარეთ, ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს…“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.