leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: ეს არის რუსული ვეტო

“ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა “ქრონიკაში” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას.

“თუ რამეს შეიძლება, ვუწოდოთ რუსული ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს არის ვეტო. ეს არის ის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, რომელიც დღეს ზურაბიშვილმა იკადრა და გააკეთა. მან ყველა რეკორდი მოხსნა კონსტიტუციის დარღვევის და ქვეყნის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების. ვნახავთ იმ ფარატინა ქაღალდს, ფურცლის ნაგლეჯს, რომელსაც გამოაგზავნის. თვითონ როგორც აუწყა საზოგადოებას, იქ არანაირი არგუმენტი არ წერია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.

ასევე იხილეთ