leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ლაშხი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი

“ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდესაც ვხედავთ, რომ მიტინგზე, რომელიც იყო ანტისამთავრობო, სადაც იყო შეძახილები მონა, იყო შეძახილები მთავრობის ცვლილების, ასეთი ტიპის აქციაზე ერთია როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი მონაწილეობს, მაგრამ როდესაც ეს ხდება საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს და მინისტრების ჩართულობით, ეს არის პირდაპირი უხეში დარღვევა. ასევე შეურაცხყოფა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ხალხის, რომელმაც დემოკრატიული პრინციპებით აურჩია ეს მთავრობა.

მე კიდევ ერთხელ მინდა დავგმო ასეთი საქციელი, მოვუწოდო ჩვენს პარტნიორებს, გადახედონ და თუ ისინი შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის აქციაზე და მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა

დღეს მივიღე ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მესიჯი, სადაც ის ამბობს, რომ მან მიიღო მოწვევა, მაგრამ თვითონ ვერ ჩამოვიდა და აღნიშნავს, რომ არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. მან ერთგვარი წუხილი გამოთქვა და ფინეთში მიმიწვია იმისთვის, რომ დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი. მომწონს, რომ არსებობს გარკვეული ხიდები რომ ამას გარკვეული შეფასებები მოჰყვეს და მათი წარმომადგენლების მხრიდან დაგმონ ეს საქციელი“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სიტყვით მიმართეს.

 

ასევე იხილეთ