leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ქვრივიშვილი: პირველად რეგიონში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს

“პირველად რეგიონში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში”.

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მცირე ხნის წინ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლა აზიის განვითარების ბანკის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას.

„თუკი არსებობს ქვეყანა, რომელმაც მიიღო უდიდესი გამოცდილება კრიზისების სწორად მართვის, ეს არის ჩვენი გუნდი და ჩვენი კერძო სექტორი. მათ შორის, ძალიან კარგი მაგალითია ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა აზიის განვითარების ბანკის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, რომელიც ძალიან ღირსეულად ჩატარდა დედაქალაქში. პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები. ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო. სწორედაც ჩვენმა ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ქვეყანაში ისეთი გარემო, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ჩვენი მასპინძლობა შეფასდა ძალიან დადებითად და ძალიან პოზიტიურად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერში დაგეგმილ ღონისძიებაზე საქართველოს ბევრი მაღალი რანგის დელეგაცია ეწვევა.

„სექტემბერში გვაქვს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. პირველად რეგიონში, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს და ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა, ტურიზმის პოტენციალი. ქვეყანას ეწვევა არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტი, მაღალი რანგის დელეგაცია და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ შესაძლებლობით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოვუტანთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის მდგრად განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ასევე იხილეთ