leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ქვრივიშვილი: ავიაციაში გვაქვს ყველაზე წარმატებული პერიოდი

“ავიაციაში გვაქვს ყველაზე წარმატებული პერიოდი. ჩვენ შევძელით და გასულ წელს შემოვიყვანეთ უამრავი ავიაკომპანია. გვაქვს არაერთი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, განსაკუთრებით გავზარდეთ პირდაპირი ფრენების ევროპის ქვეყნებთან, ყურის ქვეყნებთან”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„იყო სპეკულაციები აპრილ-მაისის პერიოდზე. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, აპრილ-მაისის 15-ის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 200-ამდე პირდაპირი ფრენა შესრულდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში, დაახლოებით 2 470-ამდე ფრენა შესრულდა. ასევე გაზრდილია მგზავრთნაკადი, გაზრდილია დატვირთულობის კოეფიციენტი 7%-ით ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი საერთაშორისო ბაზრებიდან მზარდია“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ასევე იხილეთ