leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა არის ერთი – ყოველი მომდევნო დღე ტურიზმში და არა მარტო ტურიზმში, იყოს უკეთესი

“ჩვენი მთავარი ამოცანა არის ერთი – ყოველი მომდევნო დღე ტურიზმში და არა მარტო ტურიზმში, იყოს უკეთესი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, თავისუფლება და დემოკრატიული პროცესებით ხდებოდეს ქვეყანაში ყველა მიმდინარე პროცესის წარმოება და სწორედ ეს არის ფუნდამენტი და საფუძველი, თუ როგორ შეძლო ჩვენმა ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, როგორ ვავითარებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა ეკონომიკურ მიმართულებებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც იზრდება ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები, ჩამოდის მეტი ტურისტი და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ისახება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით: პირველი – ტურიზმის სწორი პოლიტიკის აღსრულება და ჩვენი ქვეყნის სწორი პოპულარიზაცია და მეორე – პირდაპირი ფრენები. ეს არის ის უმთავრესი ამოცანა, რომელიც განაპირობებს ტურიზმის მდგრადობას და მეტი ტურიზმის შემოყვანას ისეთი ქვეყნებიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენი პოლიტიკაც ეფუძნება იმას, რომ ტურიზმი გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი. ერთი ტურისტის დანახარჯი სამართლიანად გადანაწილდეს ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონზე, დავასა თუ სოფელზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ასევე იხილეთ