top_leaderboard
left_sabechdi

უკრაინამ 8 ოლქში რუსების 37-ვე დრონი ჩამოაგდო

უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 37 დრონით შეუტიეს, უკრაიელებმა კი 37-ვე დრონი ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონები კიევის, ოდესის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცას, ჟიტომირის, ჩერკასისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.

ასევე იხილეთ