leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინამ „ატაკამსით“ დაარტყა ყირიმს, გაუშვა 60 უპილოტო საფრენი აპარატი, რის შედეგადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა

” უკრაინამ „ატაკამსით“ დაარტყა ყირიმს, გაუშვა 60 უპილოტო საფრენი აპარატი, რის შედეგადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა”,- ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.
მათი ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ყირიმის თავზე ჩამოაგდო ცხრა ამერიკული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა „ატაკამსი“, ასევე 57 უპილოტო საფრენი აპარატი კრასნოდარის ოლქში და სამი ბელგოროდში. მათივე ცნობით, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა კრასნოდარის ოლქში, სლავიანსკში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

როგორც „როიტერი“ წერს, უკრაინის მხრიდან ამ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ასევე იხილეთ