leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ეს სამართლებრივი ნონსენსია

პარტია „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს სამართლებრივ ნონსენსად აფასებს.

ჟურნალისტებთან  საუბარში მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ იურისტებს დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ მსჯელობა, რამდენად არის კონსტიტუციური პრეზიდენტის მიერ  გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დადებული ვეტო.

„ეს სამართლებრივი ნონსენსია. დიდი ხნის განმავლობაში იქნება მსჯელობა იურისტებში, რამდენად არის კონსტიტუციური. რა თქმა უნდა, ეს ვეტო არ არის კონსტიტუციური. პრეზიდენტს არავინ ეკითხება, ზოგადად, კანონს მივიღებთ თუ არა. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, შენიშვნები დაწეროს ან არ დაწეროს კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი არაერთხელ გასულა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მას ეს არ უჭირს. ის, რომ კანონთან დაკავშირებით არგუმენტები არ აქვს და ესეც აღიარა, მნიშვნელოვანია, რადგან, სამართლებრივი არგუმენტების გარეშე, პრეზიდენტი შენიშვნებს ვერ გამოაგზავნიდა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ