top_leaderboard

ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ, ქალბატონო სალომე, „კოლექტიური ნაცმოძრაობის” დეპოში!

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ბოჟაძის თქმით, მას არ სურს, ნიკა გვარამიას დაეთანხმოს ზურაბიშვილის შეფასებაში, თუმცა, ფაქტია, რომ პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის“ დეპოში იმყოფება.

„ძალიან არ მინდა, დავეთანხმო გვარამიას სალომე ზურაბიშვილის შეფასებებში. რა ვეტო, რა მოტივირებული შენიშვნები, რა „რუსული კანონი“? რას დაგამსგავსათ „გლობალური ომის პარტიამ“? დეპოში ხართ, ქალბატონო სალომე, დეპოში, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დეპოში!

#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #ღირსებითევროპისკენ #წინევროპისკენ #EuropeanUnion“ – წერს ბოჟაძე.

ასევე იხილეთ