ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის ვერტმფრენი ხისტად დაეშვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციას ამინდის პირობები ართულებს. ადგილზე ძლიერი ნისლია და ხილვადობის მანძილი მხოლოდ 5 მეტრს შეადგენს.
ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ იბრაჰიმ რაისი ინციდენტის დროს ბორტზე იმყოფებოდა. პრეზიდენტი ქალაქ თავრიზში ბრუნდებოდა აზერბაიჯანიდან, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად დამბები გახსნა. ასევე ცნობილია, რომ კოლონაში კიდევ 2 ვერტმფრენი მოძრაობდა და ისინი უსაფრთხოდ დაეშვნენ.