„არმიამ“ საქართველოს ჩემპიონატის დიდი 10-ის საგზური მოიპოვა.
„არმიელებმა“ განმეორებით მატჩში, დღეს, ფოთში, რაგბის სტადიონზე „პარკ არენა“, ოზურგეთის „არწივები“ დამაჯერებელი ანგარიშით, 23:6 დაამარცხეს და 2024-25 წლიდან დიდი 10-ში იასპარეზებენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს „არმიელებს“ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
შეგახსენებთ, რაგბის კლუბი „არმია“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მმართველობაში 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.