leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტის ვერტმფრენის დაშვების მიზეზი განმარტა

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განმარტა რატომ მოუწია ქვეყნის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენს ხისტად დაშვება. ამის შესახებ მან სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

„პრეზიდენტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი აზერბაიჯანიდან რამდენიმე ვერტმფრენით ბრუნდებოდნენ. ცუდი ამინდისა და ნისლის გამო ერთ-ერთი ვერტმფრენი იძულებული გახდა ხისტად დაშვებულიყო. სხვადასხვა სამაშველო გუნდი უკვე მიემართება იმ რეგიონში, მაგრამ ცუდი ამინდისა და ნისლის გამო მათ ვერტმფრენამდე მისაღწევად დრო დასჭირდებათ“, – განაცხადა მან.

სააგენტო IRNA ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ვერტმფრენი ირანის ტერიტორიაზე, სოფელ უზისთან, ტყის მასივში დაეშვა. ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.

ასევე იხილეთ