leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალი ხამენეიმ ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაატარა

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაატარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთში ხისტად დაეშვა.

ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. მაშველებს ინციდენტის ადგილას მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.

ასევე იხილეთ