top_leaderboard
left_sabechdi

წითელი ნახევარმთვარე ირანში სამძებრო ოპერაციისას დაკარგული მაშველების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

წითელი ნახევარმთვარე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს 3 ადამიანი დაიკარგა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზაციაში განმარტეს, რომ არცერთი მათი თანამშრომელი არ დაკარგულა და დასძინეს, რომ ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას სამუშაოებზე პასუხისმგებელი სამსახური გაავრცელებს.

მანამდე, ორგანიზაციის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ოპერაციის 3 მონაწილის ადგილმდებარეობა უცნობია.

პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ხისტად დაეშვა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ. ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. მაშველებს ინციდენტის ადგილზე მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.

ასევე იხილეთ