top_leaderboard

ბუდუ ზივზივაძემ სეზონი 12 გოლით დაასრულა!

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე სტუმრად ელვერსბერგს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი თავის გამოჩენა კიდევ ერთხელ შეძლო.

30 წლის ფორვარდმა პოლ ნებელს ფლანგზე ძალიან მაგარი პასი მისცა, შემდეგ კი გერმანელმა ფეხბურთელმა ბურთი მას უკან დაუბრუნა, ბუდუმ კი მარჯვენა ფეხით შესანიშნავად დაარტყა და ანგარიში 52-ე წუთზე გახსნა. ამის შემდეგ, კარლსრუემ მეორე გოლიც გაიტანა – ეს ფილიპ ჰაისემ მოახერხა, საბოლოო წერტილი კი 79-ე წუთზე ლარს შტინდლმა დასვა.

ბუდუ ზივზივაძემ მეორე სეზონი გერმანულ კლუბში 12 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით დაასრულა. ქართველი ფორვარდი ევროპის ჩემპიონატს ძალიან მაგარ ფორმაში ხვდება, რაც ორმაგად სასიხარულობა.

რაც შეეხება კარლსრუეს, კრისტიან აიხნერის გუნდმა 55 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა და შემდეგ სეზონშიც მე-2 ბუნდესლიგაში იასპარეზებს.

ასევე იხილეთ