top_leaderboard

სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ

“ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს, მსგავსი ქმედება სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელია ნებისმიერი სუვერენული ქვეყნისთვის.

„წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თან ისეთი ქვეყნების, რომლებსაც მეგობარ სახელმწიფოებად თვლიან, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს იყო მაიდანიაციის კლასიკური მცდელობა, ანუ იმის, რაც 2014 წელს მოხდა უკრაინაში. ჟიგიმანტას პავილიონისს გაცნობა არ სჭირდება – ეს არის ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მაშინ გამაგრებული იყო ძებნილი ნიკა მელია, თავის მომხრეებთან ერთად, რომლებიც ამბობდნენ, რომ მელიას ვერ დაიჭერდა პოლიცია. ჟიგიმანტას პავილიონი კი მივიდა და თანადგომა გამოუცხადა მას“, – განაცხადა სუბარმა.

ასევე იხილეთ