top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ უნივერსიტეტს ვუყურებთ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას და არა პოლიტიკის კერას. აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან და ვეცდებით, რომ ყველა მათგანთან მივიტანოთ სიმართლე

„ბულინგი, შეტევა მიმდინარეობს სტუდენტებზე, რომლებსაც უნდათ სწავლა, საუნივერსიტეტო ცხოვრება და რომლებსაც, მარტივად რომ ვთქვათ, სხვაგვარად ფიქრობენ”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

იგი ბოლო დღეების მოვლენებს გამოეხმაურა და უმაღლეს სასწავლებლებში გარკვეული ჯგუფების მხრიდან სტუდენტებზე განხორციელებულ ბულინგის შემთხვევებზე ისაუბრა.

„ჩვენ ინფორმაციები გვქონდა უნივერსიტეტებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ზუსტად ვიცით, ვინ არიან ამ პროცესების უკან. ესენი პოლიტიკური პარტიის წევრები, აქტივისტები. ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში ისიც კი გააკეთეს, რომ წიწაკის სპრეი გაუშვეს. ბულინგი, შეტევა მიმდინარეობს სტუდენტებზე, რომლებსაც უნდათ სწავლა, საუნივერსიტეტო ცხოვრება და რომლებსაც, მარტივად რომ ვთქვათ, სხვაგვარად ფიქრობენ.

ამ პროცესების უკან დგას „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, ასევე გახარიას პარტია და ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში ცდილობენ, რომ ეს სურათი შექმნან. ეს ადამიანები რადიკალურ ქმედებებზე გადადიან, მოუწოდებენ ახალგაზრდებს, რომ პოლიციასთან შეტაკებები განახორციელონ. ასევე, სხვადასხვა პროვოკაციაზე წავიდნენ. ეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მიუღებელია“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მან ასევე უნივერსიტეტებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რექტორთა მუდმივმოქმედი საბჭოს ერთობლივ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელსაც ხელი რამდენიმე უნივერსიტეტმა არ მოაწერა. კერძოდ, გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტმა“, „აგრარულმა უნივერსიტეტმა და ასევე, „ილიას უნივერსიტეტმა“. მიმართვას ხელი არ მოაწერა არც „ალტეს უნივერსიტეტმა“.

„ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს ამ უნივერსიტეტებმა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, თუმცა ჩვენსა და მათ შორის მთავარი განსხვავება არის, რომ ჩვენ უნივერსიტეტს ვუყურებთ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას და არა პოლიტიკის კერას. შესაბამისად, ჩვენ არ გვიკვირს მათგან ეს გადაწყვეტილება.

არ დავუშვებთ, რომ ახალგაზრდები მოატყუონ. მეც ჩემს მეგობრებთან ერთად, ორგანიზაციის წევრებთან ერთად და პარლამენტში კოლეგებთან ერთად, აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან და ვეცდებით, რომ ყველა მათგანთან მივიტანოთ სიმართლე“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

ასევე იხილეთ