მეუფე იაკობი: ქალბატონ სალომეს ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად
მეუფე იაკობმა გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში პრეზიდენტის ვეტო შეაფასა. ამ თემაზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, რომ რასაც ბოლო წლებში ქალბატონი სალომე აკეთებს, მას ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად. კრებითი „ნაცმოძრაობის“ და კიდევ ახალგაზრდების იმედი აქვს. საინტერესო იქნება, ასე თუ გაგრძელდა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობით, ჰოდა იქ გამოჩნდეს ყველაფერი – ვის უჭერს ხალხი მხარს“, – მიიჩნევს მეუფე იაკობი.